↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი #2

ზოიძე შოთა

2026-07-181 წთ საკითხავი2061 ნახვა

—
ვინ იცის , იქნებ დამიღამდეს მასთან მისვლამდე,ეს გზა შორია, როგორც ცა და მიწა ერთიან,დღეს ჩემი შემწე ყოვლისშემძლე მხოლოდ ღმერთია,სამყაროს ჩემსას უმისოდ ვერ გადანისლავენ.
გულზე მაჩნია განაჩენი დროის და სივრცისწლები, რომლებიც იმ უჟამო ჟამში გავლიე,ავსილი ჯამით საწამლავი ბევრი დავლიე,უჟმური ჟამი რას მიქადის არავინ იცის?!
და მაინც ვდგავარ ფეხშიშველი და თმაგაშლილი,ჩემი ჰობია ჩემს მღელვარე დროსთან კავშირი,დროსთან, რომელიც ყოველივეს გადააფასებს.
მოდიდან გავა ყალბი ტაში, ყალბი ტიტული,ხელში შეგვრჩება ზოგიერთის მხოლოდ ფიტულიდა გაეხსენება ასპარეზი მრავალ ათასებს.

ზოიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი