↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი #1

ზოიძე შოთა

2026-07-181 წთ საკითხავი2063 ნახვა

—
წარსულის ხსოვნა მივაბარე კეთილ მეზობელს,მომავლის გზები დავაზმანე ტაძარს ზარებად,სიკვდილის შიშით ზიარება არ მეზარება,მე ჩემს ეზოში ყოველ დილით ვხვდები ეზოპეს.
აქ აღიმართა უპირველეს ჯვარი ნინოსი,აქ აღავლინა რუსთაველმა ღვთიური ლოცვა,აქ მოინათლა, მზით აივსო და მერე, როცათვალწინ დაუდგა ინდოეთი, განგი, ნილოსი.
ყოველი ღამე მესხურ ოდის კართან ათია,სახელი მისი პოეზიის ათინათიადა უკვდავია უკუნითი უკუნისამდე.
ახლა აქა ვარ, აქ გაჭრილი სამარის პირას,აქ ჭოროხისპირ ამოზრდილი ტირიფი ტირის...მე შორი გზა მაქვს გასავლელი მასთან მისვლამდე.

ზოიძე შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი