↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სულ რამდენიმე წლის წინ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95268 ნახვა

—
სულ რამდენიმე წლის წინყვითელ ფოთლებით თრობა,ხედავს ვარსკვლავთა ციმციმსმოგონებათა გრძნობა.საღამოებრად დილებს,რაღაც საოცრად ითქვა,იწვევს ბავშვების ჩრდილებსდავიწყებული კითხვა.ამასაც ნახავს ფარჩაშეღამებული არის,თუ ერთად ერთი დარჩაგამოსავალი მთვარეს.მკრთალი გაცურდა ალი,ცა დააშუქა წყნარ სულს,იქ მშვენიერი ქალიგაჰყვა მშვენიერ წარსულს.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი