↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სული მწუხარე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2012-04-131 წთ საკითხავი98915 ნახვა

—
სული მწუხარე, სული ცოდვით გამოწვეულიედემის კარებს დაღვრემილი მიუახლოვდა,ყოფნის ღელვისგან დავრდომილი, იჭვით სნეული,დღის ელვარებით მარტო ჩრდილად გადაქცეულითვალებით სთხოვდა ბედს ზენაარს, თვალებით სთხოვდაგანსასვენებლად სულს სწყუროდა ხეების ჩრდილი,ისე საამოდ ირხეოდა ტყე დაბურული,ისე აღმძვრელად სისინებდა ნიავი გრილი,ისე წარმტაცად მოისმოდა ფრინველთ ჟივილი,რომ დიდხანს, დიდხანს კრძალვით იდგა ცოდვილი სული...მისთვის არ იყო ეგ ედემი გაშენებული,არც ეგ სიგრილე გაჩენილი არ იყო მისთვის,ედემის სახე მას ამაოდ მოსტაცებდა თვალს,ამაოდ ფიქრი უხატავდა ტკბილსა მომავალსმას ბედისწერით დასჯილს მწარე უკვდავებისთვის.ცის უდაბნოში შემდეგ იყო მხოლოდ მოწყენა -ნეტარის ძილით ისვენებდა ანგელოსთ გროვა,მარტო ცოდვილმა ქვეყნის სულმა ვერ მოისვენა,სიზმრად თუ ცხადში თან დასდევდა ის შორი ლხენა,რაც როსმე ნახა, მაგრამ თვით კი ვერ მოიპოვა.
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი