↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

„ჩემო იარალი“

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95298 ნახვა

—
„ჩემო იარალი!“ - ასე ქადაგებდაყაბახის გმირი, მზგავსება ლომის,ორბელიანი, რომელიც აქებდაღვინოს და სალომეს.
ის დრო წავიდა! ტფილისი ძველიმიინგრ-მოინგრა, სცივათ კახურებს,და ნარიყალა ცრემლებით სველი,მატარებლების კივილს გაჰყურებს;
მე ვდგევარ მთაზე, მე ვდგევარ მარტო,დამთვრალი ახალ სანახავითა,რითი გაგართო, როგორ გაგართო?ჩემო იარალი, ის დრო წავიდა!
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი