↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

„ჩარდა ამთა“

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95292 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
სადღეგრძელოსთვის სიტყვის თქმის ნება მომეცი, თამადა:შემკობად თინათინისა ამ სასმისს ვსვამ თამამადა,ვის მკერდზე გადმოფენია ნაწნავი ცხრა სამ-სამადა,ვისი თავხურვა ყოველგვარ თავხურვას შეეკამათა,და წარბ-წამწამი ყველასი არ ღირს მის წარბ-წამწამათა,სახის კანს სადაფისფერსა მზემ შუქი რამ მიამატა,ტანსარო, ალვა ასული, მშვენება მარად ჟამადა,ვინ მზესა სწუნობს, მაგრამ მზე თინათინებდეს მარადა.ვუსურვებ: ჰქონდეს სიმხნევე ფუძედ და დასაბამადა,მშვიდობიანი ცხოვრება რომ არ შეცვლოდეს შხამადა,და აფხაზური, ბევრი რამ, სიბრძნეთა და სიამეთა,ის კარგი დარბაისლობა, უღირდეს ძვირფას რამედა.ვარდ-ყვავილებით მოერთოს ველი, ქცეული შლამადა.„სამშობლოსათვის მაცოცხლეთ!“ - მვედრები იყოს ამადა.მომხდურებს რომ წახდენოდეს რბევის სურვილი და მადა,მტერზე მიმსვლელი მენახოს, ქალი იძახდეს: „ჰკა მათა!“აფხაზნი ქალნი გმირთ ზრდიდნენ, შემმუსვრელთ არამგამათა...მაშ, ერთი ძველი სუფრული, სთქვი - „ჩარდა ამთა“, თამადა!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი