↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხიდი რიალტო მთის მდინარეზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
მან გადალანდა წყალში საყურე,ლურჯი ზღვა იგრძნობს ტანს ზამბახეულსდა ეხლა სამი მოსამსახურეშეუმშრალებენ ნებიერ სხეულს.
მეოთხე მხევალს მიმოაქვს ფრთხილადსურნელებებით სავსე ფეშხუმი,და ეხვევიან ფეხებს დაღლილადთმების სინელე და აბრეშუმი.
მარჯვნივ, ჰაერში სასახლის კალთადაიფარება ლალების ძგერითდა აბინდდება ხიდი „რიალტო“,მოჯადოებულ სარკეში ცქერით.
სიმაღლის შიშით ხიდი დანებდამას, რასაც ჰქვია ბედი, ზმანება,რაც მას მოწყვეტით დააქანებდადა სწრაფი იყო ეს დაქანება.
ის შეშლილივით დაეცა ქალთან,როცა ლანდებით მოვიდა მთვარედა კვლავ ამაღლდა ხიდი „რიალტო“,და ძილს მიეცა ისევ მდინარე.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი