↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გვირაბებიდან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95283 ნახვა

—
გვირაბებიდან, ვით მიმპარავი,ამოდის შავი მუშების ლანდი,ცაზე ანთია ვარსკვლავთ კარავი,მთებში ღრუბელი მიცურავს ზანტი.სადღაც კივილი ისმის ტურების,გადაირბინეს დათვებმა მხარე,მძინარე შავქვას ჭიათურისასბეწვივით წვრილი ანათებს მთვარე.შავ ქვას ეს მხარე!მივდივარ ისე,ვერ ვასწრებ სალამს და კალმის მოსმას,შენზე წუხილით დავღრღნი ამ მიწას,ჩავაცივდები კბილებით კოსმოსს.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი