↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბაწარზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
იგრიხება ბაწარი -ვიწრო ტოტი ქარისა,ქვევით ისმის საზარიგრგვინვა ნიაგარისა,დაივიწყე რაც არი,შორით მოსჩანს ტაძარიმთისა მინანქარისა.წინ, ბაწარზე ორეულმზით აივსე პეშვები!დაგინდობს ან მორევი,ან ნაპრალთა ეშვები,ან მზეს ნახავ შორეულს,ან სიგიჟე-მორეულზღვაში გადაეშვები.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი