↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ითვლის თვითეულ მისხლით

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
მაგრამ, ის ითვლის თვითეულ მისხლით,ამაყი იმით,რომ არა პირველს გაუშრო სისხლიბოროტი ღიმით.
ის მიდის, თითქოს სიცივეს ვარცხნისდა ქარში ელავს,სილები მარჯვნივ, სილები მარცხნივ,სილები ყველას.
ო, დიდი ჰქონდა მას ხალხის ხათრი,მარადი ტემა;გაბრწყინებული ღამის თეატრიდა ტაშის ცემა.
მიდის ნამდვილი ბოჰემის ჯიში,რაა არ იცის...არც გააფთრებულ მკლავების შიში,არც თათქარიძის.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი