↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * აქ მარმარილოს მაღალი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95293 ნახვა

—
აქ მარმარილოს მაღალი სვეტიდაუმსხვრეველი იდგა დიდებით,ეპოქის გედიოცნებას მღერის გაბედითებით.კედლებს რომ სინჯავს გრძნეულ თითებით,უკვდავებისთვის შეშლილი გონი,ჩრდილი მოსილი მარგალიტებით.ვაჲ, დრონი, დრონი!
ციხე-გალავანს სჩქეფს სისხლის წვეთი,დღე შემმუსვრელთა ალთა კიდებით.ვინ იყო ქვათა ამათა მკვეთი?იგი არ ჰკვდება გულდამშვიდებით.სურო და ხავსი ღალღით, გვრიტებით.ვამჩნევ თაღებზე ღრუბელთა რონინს,გაშლილან ნისლთა პირამიდები.ვაჲ, დრონი, დრონი!
ო, ნანგრევებო, თქვენ გეზიდებათყრმობისა ჩემის პირველი ბედი.უამიდობით თუ ამიდებითდიდება მერგო მე სხვაზე მეტი;ეხლაც ანათებს ძველი მითებით,შემობურული სივრცე და აონი?იგი ქარს ებრძვის გაბედითებით.ვაჲ, დრონი, დრონი!
აქ შეგხვდი პირველს - ვისაც მითებითგესალმებოდა მძაფრი რიონი,იყო სალამი, იყო მშვიდობით...ვაჲ, დრონი, დრონი!
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი