↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * აფხაზეთს არის მდებარე რიცა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95300 ნახვა

—
აფხაზეთს არის მდებარე რიცა,ის კარგად გვახსოვს შენცა და მეცა,ზეცა, ვით ზეცა და არა მიწა.მიწა, ვით მიწა და არა ზეცა.
ყრმობის სინათლემ შეჰფერა ღაწვი,ახალგაზრდობამ გაფანტა იჭვი:ფიჭვი ფიჭვია და არა ნაძვი,ნაძვი ნაძვია და არა ფიჭვი.
მსუბუქი ნისლი, ცაზე რომ იწვა,მესმის ეს ქარი, სიმღერა, ოცვნა,კოცნა, ვით კოცნა და არა სიძვა,სიძვა, ვით სიძვა და არა კოცნა.
იცოდე, ჩვენო ცისფერო სურო,გესმოდეს ტბათა ცისფერი ქარი,ქნარი ქნარია და არა ურო,ურო უროა და არა ქნარი!
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი