↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვით აფეთქება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
მაისის დღეებს ის მოელის, ვით ზამთრის მყინავს,თითქო სამუდმოდ დამჭკნარა მდელო,გაახსენდება რაღაც მკაცრი და აღარ სძინავს,და იმეორებს: გაჩუმდი, მკვლელო!ის ყურს დაუგდებს შუაღამით ჭიანურს ჭკვიანს,არ ეძინება ისევ ჭიანურს,ის იმეორებს მარადობას და სივრცეს გვიანს,მწუხარე ფორტე-ს და ნელ პიანო-ს.ცა გულუბრყვილო და ოცნება ზაფრანას ფერით,ო, სიგრილეა და ესეც კმარა.შურისძიებას ის იგროვებს ფოთოლთა ჟღერით,ისევ მუსიკის არის კამარა,თითქო უსაზღვრო საღამოა და მთა ბინდდება,აირევიან ქენჯნის კალთები.გახედავს სერებს, გაფითრდება, შეეშინდებადა ფოთოლივით აკანკალდება.თითქო ვიღაცას უდარაჯებს წყვდიადი შავითდა უბოროტეს დღეთა ხელებით.წყვდიად დუმილის სამოსელში ფიქრების შვავითივსება გული საშინელებით.იდუმალ ხანად, სანამ გული არ დასვენდება,თითქო სადღაც სწუხს საღამოს ზარი.რუხი ნისლების ნამქერებში ცეცხლი ენთება,ვით აფეთქება ჩუმი და მკვდარი.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი