↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვიდრე ხვალ?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ჰიტლერს ღამე თავს დაადგამძლავრი ტოტებითდა უმღერის მელოდიასთავგამოდებით:- აქ ნისლია და ღრუბლები,არა ვარდები -ცოტა მაინც იგრძენ დაღლა,ნუ დაზარდები.ნუ დაფრინავ მაღლა-მაღლაჩამოვარდები!ჩამოვხსნათო ცას ესენი,მუქი ფარდები,ვერ ჩამოხსნი, დაეხსენი,ჩამოვარდები.მოვაწყოთო სხვა ევროპა,რუქა, ქარტები.შენ ვერ შეცვლი, დამერწმუნე,ჩამოვარდები.მოვფინოთო მწარე ომისეკალ-ბარდები,ვერ მოაწყობ, თუმც ხარ მდომი,ჩამოვარდები.დავუცხროთო მთელს მსოფლიოსმწარე დარდები..ვერ დაუცხრობ, ისეთია,ჩამოვარდები.გავშალოთო სახარება,წმინდა კვართები,ვერ გიშველის ვატიკანიც,ჩამოვარდები.ხალხმა იგრძნო - რატომ ოხრავ,რატომ მწარდები,წაგერთვა გზა, სად იშოვომილიარდები?ისიც ვიცით - რა მიზნითაცმიემართები,ამერიკის აღმართებითდა დაღმართებით.ძველ ევროპას ვერ ჰპოებ ძველმისამართებით,ვიდრე ხვალ, სხვა დღეებიაუკუღმართები.
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი