↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოჩვენება ნანგრევებში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
ჩამავალი მზის ელვარება წითლად და ყვითლადღებავს შორეულ და ფიფქივით დაცრეცილ ღრუბლებს,ამომსკდარ მადნის ელვარება დასხმია ტატნობს,ხელ-ფეხ მომსხვრეულ ოქრო-ვერცხლის ანგელოსთ შორისბრწყინვალე ფარჩებს და სარკეებს გადეფარება.ალბათ, ასეთი იყო წამი ქვეყნის შექმნის დროს,ალბათ, ასეთი იქნება ის დაღუპვის წამში.ეშვება ფარდა, დედამიწას ეცემა ბინდი,ბინდი, რომლითაც უკურნებლად სწუხდა რემბრანდტი,ლანდი, რომლითაც ბოტტიჩელი იჩრდილებოდადა ფერადები დაღალულნი პოეტის შელლის.
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი