↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დრამა ერთი ბინისა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-132 წთ საკითხავი95276 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
დღემდე შენ თუმცა გქონდასასოწარკვეთა მწველი,მას მწუხარების გველიტკივილებისგან ღრღნიდა.მაგრამ წამება დიდი,დაგუბებული გულში,საშუალებას გგვრიდაგამწარების და წყევლის.ის მწუხარება დარჩა,მაგრამ ემსგავსა საფლავს,ჩლუნგი, დახშული, ცივი -გადაეფარა ოჯახს,ის მოძრაობას ბოჭავს,ის ნებისყოფას დამბლავს,იგი მომავალს ავსებსგაუშუქებელ ღამით.თან შემოდგომა დადგა,თან წამოვიდა წვიმა,ქარმა დაჰბერა უცებ,ბაღიც გაშიშვლდა უცებ,გულდარდიანი ისმისახმაურება ხეთა.ღამეებია ბნელი,ღამეებია ვრცელი.უცებ დაბრუნდა შენთან,გადაკარგული სადღაც,ეხლა გამხდარი, ჩუმი,და ავადმყოფი - იგი...ვერ გადაურჩა ყინვას,ვერ გადაურჩა სირცხვილს,„აი, დავბრუნდი“ - ამბობს.„დარჩი“ - პასუხი შენი.მხოლოდ ეს იყო თქვენში.არც ერთი სიტყვა მეტი.არც ერთი სიტყვა წარსულს,არც ერთი სიტყვა მყობადს.ერთიმეორის თვალწინსაბედისწერო დღიდანთქვენ ერთ ბინაში სდუმხართდა რაღაცაზე ფიქრობთ.თქვენ შეიძლება უცდითსასწაულების მოსვლას,როცა გათბება გულიპატიებით და გრძნობით?ან აღტაცებას უცდით?მაგრამ ამაო ცდაა.თქვენ ერთ ბინაში სდუმხართდა რაღაცაზე ჰფიქრობთ.იქნებ გასრესილ ფიქრადმოგეზმანებათ თავი,ერთი მეორეს უცქერთდა მხოლოდ ამას ჰფიქრობთ:შენ: ხომ დაამხვე ჩემი,ცივო ტიკინა, ბედი?ის: ხომ გასრისე, გველო,ახალგაზრდობა ჩემი?თქვენში რომელი სტყუის?ან რომელია წმინდა?გამოიღვიძეთ, კმარა!ყოფნას გაჰხედეთ ახალს.გაიფანტება ჩრდილიგარდამავალი დროის.საქართველოში, გრძნობდეს,ყოველი ჩუმი სახლი.
1928
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი