↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * უროებს, გრდემლებს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
უროებს, გრდემლებსაქვთ დაგა-დუგიდა ალთა მერნებსიჭერს აღვირი,რომ შეაკავოს -გაისმის ბუკი,ლიტავრის ცეცხლშიყვირის საყვირი.
ბლოკის ჭრიალიჭიანურს უტევს,ხმა არის მკვეთრი,ფერი - ვით ზანგი.ყოველმხრივ ისმისრკინის ძგრიალიდა ჰქშინავს, როგორცცეცხლების ჩანგი.
რა ორკესტრია,რა სიმფონია,რა შთაგონება,რა აღმაფრენა!გადავარდნილხარ,ასე გგონია,და არსად არისეს გაგონება!
აქ თვითეულიმღერის ხელსაწყო,ერთის გუგუნთანსცემს ბარაბანიდა ღელავს კვამლისამონაღერისნაპერწკლიანიცხელი საბანი,
არ დაჩუმდებაგრძელი ფაგოტი,არის ქუხილი,ჭექა, გრიგალი,შორეული ზღვისმოისმის შფოთი,ტყდება მინები,კლდე და ფიქალი;
ვერცხლის თითებადხმოვანებს ღვედი.მუშათ მკერდებიდგანან მთაგორად:მძიმე გრიგალშიავსწიოთ ბედი -ხმა ისმის: დავძრათ,გადავაგოროთ!
როგორ ხმოვანებსტალღათა სვეტიხან ბედნიერი,ხან გულსაკოდი,ომობს გობოი,რეკავს კლარნეტი,ოხრავს ფლეიტა,გრგვინავს ფაგოტი.
ეს ხმაურიადროს შესაფერიმსოფლიო ენააქ იბადება:აქ ყოველივედა ყველაფერიახალი დღისთვისარის მზადება.
1929
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი