↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ღრმა მწუხარება აღარც მანებებს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95284 ნახვა

—
ღრმა მწუხარება აღარც მანებებსისევ უფსკრულში გადაქანებას.როდემდე ვივლითასეთ ტკივილით?როდემდე უნდა მივყვეთ ზმანებებს?
ყოველდღიური სიზმრების ნატვრით,ერთ თეატრიდან, ან სხვა თეატრით,როდემდე ვივლითასეთ ტკივილითან წარსულ დღეებს რატომ შევნატრით?
სარაჯიშვილი როცა მღეროდა,მას ის სიმღერა ბედათ სწეროდა,როდემდე ივლითასეთ ტკივილით,შემოდგომისნო ჩრდილნო წეროთა?
შემოეფინა გულს კოცონებადდა დასწვა ძველი თავმოწონება,როდემდე ივლითასეთ ტკივილით,შემოქმედებავ, აზრო, გონება?
უბრალოებავ წარსულთა წამთა,ის აღარა მწამს, რაც წინათ მწამდა,როდემდე ივლითასეთ ტკივილით?
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი