↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რევოლუციის ნიაღვრები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-182 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
გამოეშურეთყოველი მხრითმძაფრო დღეებო,როგორც ძლიერი ენერგიითწინ ეშურება,შეუსვენებლივ დღისახალი სიცოცხლეები.გამოწვევები,შეჯიბრებადა შეშურებათანადროული მღელვარებითმიეშურება.შეუბრალებელ მის კლანჭებშიიხრჩობა ძველი.ის ახალგაზრდა კბილებით ღრღნისსაფეხურს მაგარსიმ სიმწარისას, იმ ციხისას,რომელიც მწველიგამოცდილებით აჩერებდარღვევას, ნიაგარს.ვინ იფიქრებდაამგვარ ძალას,ნიაღვარს ამგვარს?მან გადაასწროამ მკვლელობასსაბედისწეროს,მხოლოდ მან, რაც რომ ძლიერიაარა მარტო დღეს,არამედ ის, რაც საუკუნეთუძლო მიწისძვრას,არა მარტო დღეს,არა მარტო ხვალ,არა მარტო ეს;გავხედოთ სივრცესთვალუწვდენელს,გავხედოთ სივრცეს.აბა შეხედე, საქართველო,რაგვარ სისწრაფითგადაყირავდაფოლადივით მტკიცე ტახტები,რამდენი მეფეგადაეშვა უფსკრულს კისრებით,ასეა, როცა დაინგრევი,გაპარტახდები,ნანგრევებთან და ნანგრევებში კირას გახდები?შფოთით და გრგვინვითმიანგრევენ კლდესა და ღრეებსრევოლუციის ნიაღვრები;სპობენ, მარხავენ,ძველი ფორმების უძლურებას,რწმენას, სახეებს,ყველაფერს, რაც კისუსტია და გაუჩარხავი,ყველაფერს, რასაც ბატონობისჰქმნიდა ხარხარი.ჰიმნებს მარადი სიახლისასმღერენ ისინი,სხვა ადამიანს მანქანებისმღერის ორგია,გამოგონებათ ეცვლებიანსიახლისენი,პამირია თუ ჩიკაგოა,ნიუ-იორკია.ერთი ძლიერი ხმა გაისმის:კმარა ბორკილი!უკანასკნელთასაზღვართა ხაზსრომ ეძებს ხარბად,რომ სურს გაზომოსუფსკრულებიუშორეს მზეთა,იმ სიშორეშითუ ყველაფერსგადააჭარბა,აქ, ქვეყანაზე,ჩვენს მიწაზევერ შესძლებს ნეტა -შეჰქმნას სუფევამხოლოდ შრომისსიძლიერეთა?
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი