↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რევოლუციონერის ხსოვნას

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
ირგვლივ ნისლი სუფევდა,ვარდებს შხამი ერია,მაგრამ წყნარად ამბობდი:იყოს... არაფერია!
ყველაფერი ქაოსისნაპირამდე მივიდა,მაგრამ ღელვას ეტყოდი:დასცხრი... რა მოგივიდა?
და იქ, სადაც ცბიერნიუგულობას ფარავენ,შენ იცოდი ღიმილიისე, როგორც არავინ.
მათთან, ვისიც ცხოვრებაიყო ბედით გმობილი,შენ ხალისით მიგქონდასული კეთილშობილი.
და ცხოვრება გიყვარდა,როგორც ბრძოლის პიესა,და გათრობდა ჰანგებშიმხოლოდ მარსელიეზა.
რა დღე არ გაიარე,ხან - კარგი, ხან - მწუხარე,მაგრამ სიკვდილის დღემდეშენს გზას არ გადუხარე.
1922
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი