↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რევოლუციონურ საქართველოს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95266 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
რევოლუციონურს, ჯერ არნახულს, ჯერ არგაგონილს,უდიდესს თავის ნებისყოფით, გმირულს, უაღრესს,თვალწინ გადაშლილ გარდატეხათ უდიადეს აზრს,მრავალი ათას მტკიცე ძაფით დაკავშირებულს;აღფრთოვანებას მასებისას, მილიარდიანძლიერ ტალღებად რომ მიღელავს ახალის ძალით,უსასტიკესი დაჟინებით რომ ანგრევს კარებსმილიონების უფართოეს ჰორიზონტებთან,ნგრევას, ო, ნგრევას, დაუნდობელ ნგრევას ძველისას,კარჩაკეტილი ცხოვრებიდან - გავიდეთ მზეზე.ულმობელ ტრიალს ისტორიის მედგარი ბორბლის,რევოლუციონურ საქართველოს,ნახტომს უდიდესს, უზარმაზარს, განსაცვიფრებელს, -რევოლუციონურს, ჯერ არნახულს, ჯერ არგაგონილს,ვაშა, ამ ახალ საქართველოს, ვაშა, შენებას!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი