↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რევოლუციონური საქართველოს ცხოვრების ფურცლებიდან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-182 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
იყო საქართველო მძიმე მონობაში -ბატონი და ყმა.შრომა უამური, ყოფნაც უამური,გაწყვეტილი ხმა.ფლობდა საქართველოს მკაცრი,დიდმპყრობელი -რუსთა მეფის დღე,ციხე - საპყრობილე, სუსხი კატორღისა,საღრჩობელათ ტყე.მაგრამ მებრძოლები თავისუფლებისთვისიმაღლებდენ ხმას.რამდენ აჯანყებას, რამდენ შეთქმულებას,აქ სწირავდენ თავს.წარსულ შორეულში, ხალხურ აღელვებისაურიცხელ ჟინს,ააბობოქრებენ რევოლიუციონურგრიგალების წინ.აი, ცხრაას ხუთი, ცეცხლი გურიისა,ვის არ ახსოვს ის...როცა მსოფლიოში ქუხდა ეს სახელი:გმირულ ბრძოლის დღის.ცხრაას ჩვიდმეტიდან, ცხრაას ჩვიდმეტიდან,ოქტომბერი ჰქრის,სამოქალაქო ომს დროშით მეწამულით,მიჰყვება ის გმირს;გაჩნდა მშენებლობა სოფლად და ქალაქად,ტომი იცნობს ტომს,მშვიდობიანია ქვეყნად მშენებლობა,ის არა ჰგავს ომს.ძალა ახალგაზრდა სოფლად და ქალაქადაღტაცებას ჰფენს,დენა კულტურისა სოფლად და ქალაქადსპობს წარსულის სენს.შრომამ აიწყვიტა! თავისუფალია!ის ისწორებს ფრთებს,თავისუფალია, თავისუფალია!იგი თავსა სდებს.ეხლა ქალაქის და სოფლის კავშირიადა ვერასგზით ვერშესძლებს კაპიტალი ისევ დამონებას,ჩანგო, სხვაფერ ჟღერ!დღეებს პროლეტარულ დღესასწაულებისწინ ეშლება გზა,პირველ მაისისთვის, როსმე გათენდებაეს მსოფლიო ცა.დღეებს პროლეტარულ სოლიდარობისასვინ აშორებს თვალს?პირველ აგვისტოსთვის როსმე ეს მსოფლიოგადააგდებს ხმალს,დღეებს, პროლეტარულ თანასწორობისას,ისევ ბრძოლის დღეს:როსმე რვა მარტისთვის ქალი მსოფლიოში,ნახავს თავის მზეს.დღეებს პროლეტარულ სოლიდარობისასროგორც ძმები ძმასწითელ ახალგაზრდათ ინტერნაციონალიყველას აწვდენს ხმას.ცოცხლობს ის კომუნა, ბევრგან რომდახვრიტეს,ცოცხლობს იგი აქ?ინდუსტრიალური, კოლექტივისტურიხელში დროშა აქვს!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი