პოეზია · ლირიკა
*** "ფურცელზე უცებ შრება მელანი"
ფურცელზე უცებ შრება მელანიფურცელი იწვის და ბოდვას იწყებს,რათა ჩემსავით გრძნობდნენ ყველანიწარმავალ დღეთა ყინვას და სიცხეს.
და სისხლზე წმინდა და სისხლზე მძიმე,ისევ იღვიძებს ბებერი ფიქრიდა კედლებს შორის დაეძებს იმედს,რაკი კედლები არტყია ირგვლივ.
ისევ ხრიალით მეყრება თავზეათასწლეულთა ქვიშა და ღორღი,მაგრამ თვალები ცითა მაქვს სავსე,დახეული მაქვს სიმღერით ხორზი...
და აი, ისევ ამოდის მთვარეც,გაოცებული ქვეყნის დუმილით,და სადაც დღისით ცხოვრობდა მტკვარი –წყვდიადი ფეთქვს ჩემი გულივით.1960წ