↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * იყო მდიდარი სახლის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-181 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
იყო მდიდარი სახლისერთი მდიდარი კუთხე,სად ფრთას გრიგალი ახლისდა მარტოობა მწუთხე.
და ოთახიდან ოთახსარა ერთი და ორიგანწირულებით მორთავსძველი ჭაობის შმორი.
ქარი გრიალებს გარეთანწლებითა და გუმრით,დამტვრიანებულ შარით,მოუწვეველი სტუმრით.
ღმუის ტყიანი ქედი,როგორც ბებერი მგელი -კაცის ბოროტი ბედი!გადაგვარება ნელი!
წიგნთა არეულ თაღებსჰგავდა ფიქრები მკაცრისსიმპათიური სახისმუდამ უსაქმო კაცის.
ფეოდალური ბაღისუკანასკნელი ნაძვი -სიმპათიური სახისმარად უსაქმო კაცი!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი