↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * კალამთან - გუთნის კვალია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
კალამთან - გუთნის კვალია,ხმალი და ფარ-მუზარადი;ბევრი რამ წარმავალია -ხელოვნებაა - მარადი.
იმ კალამს, გუთანსა და ხმალსზღვის საჭე მოემატება,რომ ვარსკვლავისას ჩვენის ალსუფრორე ჰქონდეს ნათება.
წარმავალია ყალბი ხმისუცხო და ყალბი ბარათი,სიცოცხლის, მხოლოდ სიცოცხლისხელოვნებაა - მარადი.
დაღვარე - რაც კი წყალია,სვი ღვინო, ძველი შარბათი;ბევრი რამ წარმავალია,ხელოვნებაა მარადი.
1940
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი