↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაიცანით - პაციფისტია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-182 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
იყო საღამო სუსხიანი,ჩუმი, ფარული,ელექტრონებით გააჩაღესმდუმარე კლუბი.სხედან, ბაქარას თამაშობენსულგანაბული,მაგიდასთან სდგას ხან ერთი, ხან -მეორე ჯგუფი.აქ თვითეული მხოლოდ ჩუმიმოქალაქეა,აქ თვითეულის გულში ერთიფიქრი ტრიალებს.ნაბადდაკარგულ კარებს აღებსძველი ლაქია,მუნჯ საკიდებზე ეს კარებიცნელა სრიალებს;ფანჯარა, ფარდა და დარაბაცყრუა და წყნარი,ფეხის ხმას ახშობს ხალიჩებიდა ნოხი ხშირი;ისევ გველური მიპარებითიღება კარიდა დემონივით ამ ლექსებისშემოდის გმირი.გმირი - როგორი! მოიარამრავალი მხარე,ბევრი იდუმალ კვალში სდევდადა ვერ მისდია,იგი ხან ერთს და ხან მეორე -მუდამ ელვარე -ნიღაბს ატარებს! - გაიცანით:პაციფისტია.როცა მსოფლიომ დაჰკარგა ჭკუადა ძირს დაჰქანდა,გამარჯვებული დადგა ბურჟუადა აქაქანდა:„უკანასკნელი არის ეს ომი,უკანასკნელი!განა ვისმესთვის ვართცუდის მდომი -ასე ვართ ბნელი?არა! ომისთვის გამოგვყავს სოლოდა ვიწვევთ ტომებს,რომ სამუდამოთ მოეღოს ბოლოყოველგვარ ომებს!“თავის მტაცებლურსდა ბოროტ ზრახვასფარავდა ასე -თანაც ლესავდა უნდობარ ლახვარსსისხლიან ქვაზე.და ერთხელ კიდევ მწარედ დაღონდანათელი აზრიმასსის, რომელსაც ერთს გადაჰქონდაომის სიმკაცრე.„დავაარსოთო, სჯობს, ერთა ლიგა -აწ დროა, მგონი!“სიტყვებს ჩაურთავს შიგა და შიგავუდრო ვილსონი.
გვიან არის, ჩადგა მთვარე,ღამის ყრუ საათია,კლუბში მაინც გადამთვრალიხალხის მასლაათია.მასლაათი? არა, ისმისმხოლოდ კიცხვა, გინება.- სამუდამოდ ისე როგორ,როგორ ჩამეძინება...არ ვიცვლი ფეხს ჟენევიდან,ღმერთმა დიდხანს მამყოფა,სანამ თვალით არ ვიხილოასეთ დროის დამხობა.- არ მოვიცვლი ფეხს ქვეყნიდან,მე არ მიყვარს ხუმრობა,სანამდე კი შემრჩენიაჩემი აზნაურობა.- არ ვიცვლი ფეხს ჟენევიდან,დროა გულმოშხამული,სანამ ჩემად მიმაჩნიაღირსება და მამული.- არ მოვიცვლი ფეხს ქვეყნიდანარასოდეს, ბიძია,რაკი ერთხელ გენერლობაჩემთვის შენ მოგიცია.- სანამ ხატი კი არსებობს,სანამ ჩემი ტაძარი...ჩემი სკიპტრა და ოლარი,ჩემი ქვეყნის ნაცარი.არ მოვიცვლი ფეხს ქვეყნიდანარასგზით და არასდროს.გადაჰკარით! ღმერთმა მრავალსკიდევ მრავალს დაგასწროს!როგორ მწარე არის ღვინო,ალბად წყევლამ უწია,ღმერთო, დასწვი და დაამხეცოდვის რევოლუცია!- მაშ ეს ღმერთმა გაუმარჯოსკოხტა ქოთანს, რომელიცგორავს, გორავს და მიგორავსმუდამ დაუდგრომელი,გორავს, გორავს და მიგორდანახა თავსახურავი...მე ამნაირ სადღეგრძელოსნუ, ნუ მიწყენს ნურავინ.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი