↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პარიზელები უჩივიან მოწყენილობას

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-182 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
გზად ფრანგ გლეხებს მიესალმნენპარიზელი სტუმრები,იერი აქვთ იმნაირი,რომ ვერ გაეხუმრები,ჩივის მოწყენილობაზემთელი მათი ყრილობა.გლეხი ამბობს: ჩვენ არ გვესმისრაა მოწყენილობა.სიღარიბე, დამცირება,ბრაზი, შეურაცხყოფა,ჩვენთვის ისე ჩვეულია,როგორც ჩალის ჩაწყობა.მოწყენა კი... თქვენ გგონიათ,როცა ხედავთ დანარგავს,რომ დღეები სოფლად ყველაერთი მეორესა ჰგავს.რომ გარშემო მწუხარებაარის პასტორალური,სიმშვიდის და მყუდროებისქარი დაჰქრის ფარული...თქვენთვის, ქალაქელებისთვისწარმოდგენა ძნელია,რომ ყოველი გოჯა მიწისმწარე ბრძოლის ველია,ო, ნამდვილი ბრძოლის ველიმძაფრი, დაუცხრომელი,სადაც თქვენცა და ბუნებასცხარედ ებრძვის მშრომელი.თქვენგნით ჩაგრულ ძველი ქოხისუცნაური მცხოვრებიცდილობს ხელით გამოგგლიჯოსყანა და საძოვრები.ის სისხლით და ოფლით ებრძვისთქვენს მოწყენილ მთქნარებას,საუკუნეთ სვლაში უცდისერთხელ გამოდარებასდა ბუნებას ეომებამისი ძალა ასკეცი,საქონლისთვის ერთი ბღუჯა,თვისთვის პურის ნამცეცი,ამ დროს არა მყუდროებადა სიმშვიდე ჰფენია,მის შუბლს დაღად ამჩნევიაგამწარების გენია.ვაჰ, თუ გოლვამ გადახრუკოსასეთ შრომით ნათესი,ვაჰ, თუ ზეცამ დაგვატეხოსსეტყვა უზვიადესი.ან თუ წვიმამ უბოლოომჭაობებში ჩაალპოს,ან კალიამ გააფუჭოსან სინესტემ დაალბოს.ო, ჩვენ ვიცით, რომ არ არისშუადღის მზით ელვარესოფლად სამუშაო დღეზერამე უფრო მღელვარე.რომ დახატო ამნაირიბრძოლის დაუმცხრალობა,რაა მწყემსის სალამურიან ბულბულის გალობა.საჭიროა აქ ორკესტრიმშფოთარე და მქუხარე,ის გაგიტანს, თუ რომ დროზეგზას არ გადაუხარე.მოწყენისთვის აქ ადგილი,ერთი მითხარ მართალი,სად არის თუ მინდვრად დგეხარროგორც მთავარსარდალი?ზრუნვა დღეზე ხვალინდელზე,ფიქრი სოფლის დარდებითიმ გზებით არ ეშურებათქვენ რომ მიემართებით.მოწყენა კი, ის მოწყენა,თქვენ წიგნში რომ სწერია,სოფლის მტერი კი არ არის -მხოლოდ თქვენი მტერია.მოვა დრო და უსაქმურებსგადაქცეულს ჩრდილებადეს მოწყენაც შეგეცვლებათსასოწარკვეთილებად.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი