ციკლიდან „პაციფიზმი“
მთებს გახედავ: სიზმარია,და სიზმარიც მწარეა.ალპებით და გლეტჩერებითბრწყინავს შვეიცარია.
აი, სხვათაშორის,საუბარი ორის:- გაზაფხულის დამდეგია,აყვავილდა მთა-ბარი,ლიგაც გამოსადეგია,თუ გინდა სთქვა ზღაპარი.- მაგრამ რა დროს ზღაპარიადა ან რა გვეტახტება,აწი რაგინდ მაღლა იდგეს -ვერაფერს ვერ გახდება:- ჩვენი მღვდელიც მაჯერებდა -ლიგა ღმერთის ლანდია:ერთი შუქიც იმ რწმენისაჩემს გულში არ ანთია.- არ ანთია, უკმარობისკი ღვივდება საკირე...მე ხომ ჩვენი აზნაურისვიყავ მოჯამაგირე.- თქვი, რამდენჯერ მოუმართავსსიტყვით გამონაკრეფით:„შენც ბატონი, მეც ბატონივიყოთ გულხელდაკრეფით!“- მოჯამაგირობის ვადააგრე როდი თავდება,აგერ დრომაც მოაწია,ყანაც ათავთავდება:არ გაგიშვებს სიკვდილამდე,ხვეწნას რა მოუცია -თუ სიკვდილმა თავის დროზეთვითონ მას არ უწია.- ვთქვათ, ავად ხარ მეტის ჯაფით.აბა მაშინ რას შვები?აქეთ მიწა გიდარაჯებს,იქით ექიმბაშები!- იმეორებ ყოველ წამითსოფელი და ქალაქი,რომ ჩვენს თავზე თვის ხელობასსწავლობს ყველა დალაქი.- რა ტვირთები არა ვზიდე,რა ღამე არ ვათიე...მაგრამ მისგან დახმარებაძველი ბაიათია.- ჩვენს სიცოცხლეს სამუდამოდისევ იგი განაგებს,ჩვენი შეურაცხყოფისთვისარსად პასუხს არ აგებს.- მაშინ ვიღას უშველიდამათი გადამტერება,- ჩვენთვის მხოლოდ უბედობა,მათთვის ბედნიერება:- არ შეგვფერის: მათ მამობადა ჩვენ კიდევ შვილობა,არასდროს არ მოხერხდებაჩვენი სიამტკბილობა:- მთლად ჩამოვხმი, მაგრამ რა ვქნა,რა მაქვს, რა გამაჩნია.მემამულეს გატაცებალოყებზედაც აჩნია.- არავითარ შემთხვევაშიარც ხსნა, არც შეღავათი,ჩვენს მინდვრებზე ლერწამია -სტვირს კი უკრავს თავადი.- სწავლობს, მაგრამ გვიან არის,ბედს დაღად ზედ დაუკრავს -ვინც სიბერის ხანში სწავლობსსაიქიოს დაუკრავს.- გაზაფხულმაც მოაწია,საქმე არის საჩვენო,უნდა თესლი გამონახო,უნდა მიწაც აჩვენო.მიაბრუნე, მოაბრუნე,გვერდზე გადაუტანე,ქვას რომ შემოეჯახებამოპირული გუთანი.გუთნით რაა? იარაღირომ არ არის - ახია,სადაც ბაღი არ არსებობს,ბუჩქის ძირიც ბაღია.- ეს ბაღი ჩვენ მოვიყვანეთ,ეს გზა, ეს შადრევანი -მას კი ჩვენთვის ენანებაყურძნის ერთი მტევანი.- გადახედე შემოდგომითკომშებსა და ბროწეულს,ყოველივეს ჩვენის ხელით,ჩვენის შრომით მოწეულს.- ამ ბაღში რაც იპოვებამემამულის ხვედრია,სხვა ვინა ხარ, საიდან ხარ,გასწი გადაეთრიე.შენ რას ყბედობ ამ ვაშლების,ამ ხეხილის მაგიერ,იგი ბაღმა მოიყვანა -არა მოჯამაგირემ.- გულუბრყვილო რომელია,თუ რომ სტუმრად ეწვია,საჩუქარი მებაღისა -მხოლოდ მკვახე ნესვია.- იფნის ჯოხს გამოიჭრი,მაგარ კომბალს გაითლი,ჯოგი თუ არ დააფრთხე,ისე როგორ დაითვლი?სიცივეში ჯოგისამოვლა ძლივს გეხერხება,ზოგი სეტყვით ისპობა,ზოგიც გადიჩეხება.ზოგი მგელმა წაიღო,ზოგმა სული დალია,ყველა მოჯამაგირისუგნურების ბრალია?ნახირს როცა მირეკავსდა არის ხმაურობა,ერთი რამ აქვს უფასო:ვირით მოგზაურობა:ყველაფერი კერძოსიავისი კიდევ? რა ვიცი,საძოვარი ჩვენ არა გვაქვს,არც სადგური თავისი.ამნაირი გაწამებითსიცოცხლეც კი არ გინდა,რომ დაბერდა მემამულე -ქოფაკივით აღრინდა.- კნეინა კი ვითომ გულითსპეტაკი და ჩუმია,ისე დატკბა თითქო ლბილზელბილი აბრეშუმია.- ეხლა შარსაც რომ მოგდებენ:ხუმრობა არ გარგია -ყველში ცხვარის მატყლს რა უნდათუ მეცხვარე კარგია:- გათენდება, უეცრადთავზე წამოგადგებადა დაგიწყებს გინებასრაც ენაზე ადგება.- გაგიღიმებს, მარა რა?გატენილი თოფია -მეგობრობას იმისასისევ მტრობა სჯობია:- ერთ ტკბილ სიტყვას გაღირსებს,იყო და გაიარა,ზამთრის მზეს დავუჯერებმაგის სიტყვებს კი არა.- აამაყებს უზომოდან შეძლება, ან გვარი,არის ყოველ სოფელშითვითო მაინც ამგვარი.- ასეთია დღეს მხარეუფლებაა ძლიერის,უმეტესად მაძღარის,არასოდეს მშიერის.- რა მშვიდობა დამკვიდრდესდა მონობის მიგნება,მაინც ეს წყობილებადანგრეული იქნება.- ეს მინდვრები მოიარე,რომელ კაცს არ შეშურდეს:ღვინო არა, პური არა,წყალი - რამდენიც გსურდეს.- შენ დამშვიდდი, ამბავიძველთა-ძველის-ძველია,ერთა ლიგაც მაგათიმუდმივი დამცველია.მაგრამ იცი ამგვარირამე ამ ჩვენს მხარეში,ასი ნიაღვარი რომხვდება ერთ მდინარეში?თოფები და ფარები,ვადა რაკი დადგება,ასი წლით ნატარებიერთ დღეს გამოგადგება.მაშინა სთქვი, თუ მტერი,დარჩეს გაურიყავი,მალე განადგურდებაშენ გულმაგრად იყავი:გადივარცხნე ქოჩორიისე, როგორც წესია:დამშეული ჩოჩორიცცხენზე უსწრაფესია.მალე იგრძნობს ბატონირომ ხუმრობა ეყოფა,მეხად რომ დაეცემათავზედ ჩვენი გლეხობა.ალპებში და გლეტჩერებშიბრწყინავს შვეიცარია,მთებს გახედავ: სიზმარიადა სიზმარიც მწარეა.
1930