↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შვებული

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
აქ როგორ არ გადიხაროს,რაც დილის ნამმა დანამა,შვებულის გული ახაროსკოლექტიურმა ყანამა.მზის შუქზე უფერადესიჟუჟუნა წვიმა მოსულა,მოსაწევ-ნახნავ-ნათესიყიჟინით გარემოცულა.ეს მოსავალიც, ვით მოლი,ჟუჟუნა წვიმამ დანამა,თუ რამემ გული გაათბოს,ისევ აკრეფის ხანამა.ზვარს ვინ შეხედავს უგულოდ,ვარდი ყელამდე მოსულა,სიმღერა დავაგუგუნოთ,ჩვენი შვებულიც მოსულა.მოსულა, მოსულა, მოსულა,ჩვენი შვებულიც მოსულაგაზეთი მოუტანია,ბობოლა დგას გულმოსულად.დანამა, დანამა, დანამა,ჟუჟუნა წვიმამ დანამა,თუ რამემ გაგვახალისოს -შეხვედრამ ამისთანამა!
1934
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი