↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შეხედეთ, მიწა!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-132 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
გემის ბაქანზევიდექ მარტო.მინასებრ მწვანე -ყინულთ კედლებიაწვებოდნენგემს მაღალ მხრებით;შეუბრალებელდა ურყეველბარიერებითგადაიკეტამომავალისგზა მოტორტმანე.
იდგნენ ყინულისსასახლეთამუნჯნი გროვანი,ყინულის მთებიდა კოშკებიმაღალ თაღებით,რაც იყო თვალითსანახავი,ხელშესახები,ისახებოდავით ქალაქიყინულოვანი.
მკრთალ-მოზურმუხტე,სავსე მთვარისდაღლილი სახეცივზე-ცივ ნათელსყოველივესახვევდა ზეწრად.და იმ ნათელში,იმ საოცარწამში, უეცრადმაღალ ანძასთანხელში დროშითშენ დაგინახე!
შენ დაგინახე,სიცოცხლისაგენიავ ჩემო!როგორც კი გულმასიახლოვისშეიგრძნო ძლევა -დამაყრუებელხმაურობითდაიწყო ნგრევა,რაც კი ყინულთაგარემოცვაიყო გარშემო.
წყალქვეშ მიწისძვრასედრებოდაძალა ხმოვანი.მივვარდი საჭესყინულთაგანთავისუფალი.ვხედავდი - როგორდაყირავდა,როგორც ღრუბელიდა გაიფანტაის ქალაქიყინულოვანი!ის ციხეებიდა კოშკებიჩაიმსხვრნენ მაშინ,უზარმაზარილილის მთებიჩემს თვალთა წინაგანიფშვნებოდენისე, როგორცმსუბუქი მინადა მწვანე ნათლისელვარებითწვებოდნენ ზღვაში.როგორც დაიძრა,ისე მალეგაიჭრა გემი -ხმლის მოქნეულისსიბასრით დაისრის სისწრაფით!განვლო მანძილიავსებულიყინულთა ქაფითმხარისკენ, რომელსსაოცნებოჰქვია ედემი.
შეხედეთ, მიწა!სიყვარულისგრძნობებით მკვიდრითჩვენ გვეგებებააქ გულწრფელისიცოცხლის ქნარითჩვენი ბრწყინვალე,ჩვენი ვრცელისამშობლო მხარე,ზღვის ნაპირებიასწლოვანთახეთა სიმდიდრით!ასე ვხედავდი,მშვენიერიდა დიდებულიმოსჩანდენ მთები,მე მესმოდაიმათი ძმობა.ეს იყო მათიგარდაქმნა დაახლად სრულყოფა,და სიდიადემაღლა, ცამდიშეკიდებული!სმენა იჭერდაუსაყვარლესმდინარეთ ხმაურს,ჰაერში იდგასურნელებათსხვადასხვა ზვავი.ნაპირებიდანშემპარავიჰქროდა ნიავი,რომელიც მარადზღვასშეჩვეულსხიბლავს მეზღვაურს!
სადღაა ყინულთჟრიამულიდა ქარის სტვენა?ო, მომავალისდიდი რწმენისკარგო ბუნება...შენ შეგიძლიადღეთა ჩვენთაშემობრუნება,მშვენიერ დღეთაშეგიძლიამომმადლო ენა!
1917
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი