↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შეხედე!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
შეხედე, როგორ არის ჩასკვნილიამ მთების ჩრდილი და ჩაის ჭალა.ჩამავალ მზეთა უკანასკნელიდა სისხლიანი გზა ჩაიშალა.ჩემი გულია: მშვენიერ მაისსხვეწნად მუხლებში რომ ვუვარდები,სიმღერა ჩაის, სიცოცხლე ჩაისდა უყვითლესი ჩაის ვარდები.რა არის ნეტავ ქვეყნად მისთანა,რომ გამიცივოს გული მისდამი,მიჩვენოს სადმე აჭარისთანასხვა რომელიმე აჭარისტანი.ახალგაზრდობის დღე, საიდანაცჩემგან პირველად ზღვაა ნახული,მიჩვენეთ სადმე ზღვა ამისთანა,ან მთები ზღვაზე გადასახული.ჩაის მინდვრების თვალის გახელასეკუთვნის ჩემი ძახილი: ვაშა!ჩემი კალამი, მზე, მაჭახელა,„ხასანბეგურა“ და „ალიფაშა“.
1934
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი