↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მანოლა

გრიშაშვილი იოსებ

2002-09-131 წთ საკითხავი1677 ნახვა

—
"ძველად... აბანოში წამსვლელი ქალები დილაადრიან სისხამზე მიდიოდნენ და საღამოთი ბინდისას ბრუნდებოდნენ, რომ მათი გამგზავრება მამაკაცის თვალს არ დაენახა"

"ძვ. თბ. ლიტ. ბოჰემა"

შენ აბანოდან გამოდიოდი,მარტო კი არა, ქმართან - ხელკავით,და ბოტანიკურ ბაღის სიოთიგეგრილებოდა ხუჭუჭი თავი.
მე შეგამჩნიე! და მკერდის ტალღითგავაპე ხალხი და შენ წინ შევდეგ,აწითლდი, როგორც წითლდება ბალღისაკუთარ დედის დატუქსვის შემდეგ.
არც კი გრცხვენიან! ვით ალამდარი,აფენ შენს სხეულს ვაჟის მახლობლად.აბანოს ბოხჩით მოგდევდა ქმარიდა ზედ ეწერა: "ჩემი სახლობა!"
როგორ მიყვარდი! ასჯერ, ათასჯერ,მითქვამს ეს სიტყვა ჩემს გულში წინდად:ახ, ვიკისრებდი ყოველგვარ სასჯელს,ოღონდ მის თითებს შევეხო წმინდად.
ეხლა? რა მეთქმის? ვნების ონავარსგეტყვი, რომ უკვე დაეშვი ტაფობს.გიცქერ საჯაროდ ნააბანოვარს.და ეგ სიწითლე ყველაფერს ამბობს.
მითხარ, რად იყავ შენ ალეწილი?მითხარ, რად შეკრთი აგრე ძალიან?შენს სიწითლეში მე მიდევს წილი?თუ ეს აბანოს ორთქლის ბრალია?
1935
გრიშაშვილი იოსებ

გრიშაშვილი იოსებ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი