↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბავშვს ჩაეძინა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
ციკლიდან „პაციფიზმი“
ბავშვს ჩაეძინაშეურაცხყოფილს,მაგრამ ბედნიერსგამოეღვიძა.სიზმრად ხედავდაალვებს აწყობილს.ფშვენდა ალუჩა,ნუში, ლეღვიცა.ესიზმრა: ია,კიდევ სუმბული,ნაზი ნარგიზი,ყაყაჩო ლაღი,ვარდს გარს მორტყმოდნენსულშეგუბულნი;- გადარჩენილა,სთქვა, ჩვენი ბაღი!გამარჯვების დღეყველას ძმობილობს,არის მშვენიერფერთა შეხვეწა,ასე ეძინაუკმაყოფილოს,ასე ბედნიერსგამოეღვიძა!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი