↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოდის მშენებელი, მოაქვს აგურები

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
მოდის მშენებელი,მოაქვს აგურები,შეუნელებელიმოაქვს მშენებლობა.მოდის და ციფრებისალით ნახურები,ტემპებს ეჯიბრებაშეუსვენებლობა.მაგრამ აგურიაზოგი მშენებელის,ავაზაკურია,მჩატე, ბორძიკული;აგებს საპყრობილესვინმე მავნებელითვალებაპყრობილი,როგორც მოციქული.მისით აგებულიციხე-ეკლესია,დროა წაგებული...კმარა ბრჭყვიალება!მასაც გაისტუმრებს,როგორც ეს წესია,სოციალისტურიშემოტრიალება.მოდის მშენებელი,ამბობს: სიდან-სადითგაჩნდა მავნებელი?ვიწვი ნაყურები.ჰა გზა, ჰა ქურებიხუთი წელიწადითაი, აგურები,მართლა აგურები!სოფლებს და ქალაქებსაგებს მშენებლობა,ტემპებს ეჯიბრებაშეუსვენებლობა!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი