↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოდის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
გამოვიდა ომიდანმკაცრი ცხრაას თვრამეტი,პოეტების ტომიდანარ დარჩა მესამედი.
ვინაც შიმშილს, ზამთარისძნელ სიცივეს გადარჩა,ნახევარი რა არის -ნახევარიც არ დარჩა.
რა ხანა გაიარეს,ცივი და უნდობარი,მათი, დაღუპულების,ვინ სთქვა შესანდობარი?
მშვიდი, კათოლიკურისადღაც გაჰქრა მესია,მათი მყუდრო სავანეეხლა პერ-ლაშეზია.
მაგრამ მოდის მეორეურჩი, მძლავრი თაობადა ახალი ცხოვრებისმოაქვს მიმოძრაობა.
ძალა მოექანებაგულისა და გონების,არა ერთეულების -ბევრის, მილიონების.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი