↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * შენ ემართლები მიმქრალ სახეებს

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95280 ნახვა

—
შენ ემართლები მიმქრალ სახეებს,შემოდგომისა მზეო მზიანო,რისთვის მაგონებ გადამწვარ დღეებს,მწუხარე ფორტე, ნელო პიანო?გწყურია განა ეს მარტოობაშხამით და გესლით დამიზიანო?აღარ ეტყობა რტოებს რტოობა,მწუხარე ფორტე, ნელო პიანო.დღე დღეებს მისდევს დროებს დროება,დღევ ლილიანო, ცა ლილიანო.რად მომიკალი სარწმუნოება,მწუხარე ფორტე, ნელო პიანო?ჯერ დაზამთრებას ხელი არ ეხლო,რომ დაისრებად მოვალს დიანა.დიანა, ისევ მაწუხებს ეხლამწუხარე ფორტე, ნელი პიანო?
1923
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი