↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მოგონებათ ცა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-132 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
მოგონებათ ცა, საღებავიფერად-ფერადიარ დაელევა, ოცნებაო,მხატვარს - ბუნებას!ახლა შენ უსმენ: ედარებაცაიერადისაუკუნეთა ხელოვნებისაგუგუნებას.
აღელვებული უზარმაზარსვშლი ფოლიანტებს.არ დაგვიანდეს მათში დროთამრავალი მოდგმა.უამრავ ლანდებს, შემკრთალ ლანდებს,წარსულის ლანდებსქარვისფერ წიგნში რიდეებითრთავს შემოდგომა.
ფოლიანტებში ბედი არხევსმსოფლიო აკვანს.კაცობრიობა, ჯერ ყმაწვილი,მასში ტიროდა,ის არტახებში განიცდიდაწვასა და დაგვას -სახიერება მწუხარებათუნაპიროთა.
ხან მის თვალებში მზე ელავდაცხოვრების ხატვისგამოუთქმელი, შებრძოლებისგულში შთამდენი:ადამიანის ბორკილებშიჩაჭედვისათვის,მონობისათვის იღვრებოდასისხლი ამდენი?
სხვაგვარ მხატვრების პალიტრებისნატვრით ივსება,თითქო უღრუბლო, ბედნიერიმშვიდობა მიწის.უდარდელობა, მშვიდობიანცის ათვისებაგზა იყო მხატვრის რამდენისა,აბა, ვინ იცის!
მაგრამ დაიძრა აკორდებიჩანგთა ღრუბელის -ძარღვდაჭიმული ნებისყოფა,უსაზღვრო ზიზღი.ადამიანის ბორკილისგანთავისუფალისდამკვიდრებისთვის დაიღვარაამდენი სისხლი!
ხუთ მეექვსედზე მღელვარებისნაპერწკლებს ჰმატებსხმა შურისგების, მოწოდებითმქუხარ ლექსების,და ჟამთა დენით ძველს, დამტვერილსიმ ფოლიანტებს,მიადგა შუქი დედამიწისერთ მეექვსედის.
რომ დამონების გაარღვიოსვიწრო გალია,რა ქუხილია, რა წვიმაა,რა გრიგალია!მძაფრი ქარის ხმა უერთდებაწაშლილ სტრიქონებს,გრიალებს, თითქო იმ უკვალოდღეებს იგონებს.
უფრო და უფრო თავგადაკვლითგრიალებს ქარი,თითქო იმ დღეთა მწარე მტერიმის წინ, აქ არი.ქარი გადიქცა ქარიშხალადმიზეზიანად -ასწლოვან ხეებს მიწიდან გლეჯსძირფესვიანად.
ცამ გადიდარა. საღებავიფერად-ფერადიარ დაელევა, ოცნებაო,მხატვარს - ბუნებას!სხვა იერადით უერთდებაცაიერადისაუკუნეთა ხელოვნებისაგუგუნებას!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი