↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ესპანეთი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95278 ნახვა

—
გუგუნებს ესკადრილია,გარშემო ღამის ჩრდილია,ღრმა ძილში წევს სევილია -მაგრამ ეს მწარე ძილია.
ღამის რაინდი ჩვეული,შორსაა, ნისლში ხვეული,მათთვის ახლოა რჩეული:დგას ფრანკო ცოფ-მორეული.
ეს უცხოელთა გემია -ნავსადგურს რომ მისცემია.ის ამბობს: თუ ედემია -ეს ესპანეთიც ჩემია.
ჰაერს რომ თეთრი ნავია -უცხოელთ თვითმფრინავია,მათი განზრახვა შავია,მათი სტუმრობა მწვავეა.
ესპანურ ტანისამოსითდა ფაშისტური ნამუსითირევა, როგორც ქაოსი,ცხოვრება იმ მიდამოსი.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი