↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * აი, ქარხანაც

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95292 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
აი, ქარხანაც.მკვიდრდება სახლი,აგური აგურსკვლავ ემატება.თვალი სიახლესჰხვდება სიახლით,უცებ სხვა რწმენადაიბადება.ეს რწმენა ყველასსახეს სწერია, -ეს ახალგაზრდაინჟენერია.
ქსოვის სპეციალობაიცისდიდი ხანია!კენისბერგის წყალობაჩვენში მოუტანია.
მაგრამ რაგინდატესტატი გქონდეს კარგი,იგი მხოლოდნაფლეთია ქაღალდის,ვისაც არ სურსიყოს შრომის მეტი ბარგი,გაიწიოს,გამოიწრთოს,დაღალდეს!ამიტომაც ჩვენ გვახარებსნამეტანიშფოთიანი დასაწყისიახალ ხანის.როგორც იქნაჩვენ თავს ვაღწევთ შიმშილს,კლევრეტივითრომ დაგდევდა კვალში,მოსაზღვრეთაბლოკადების სიმში,უმუშევარკოშმარების ალში.დევნილი ქარითსაზღვარგარეთიდანიმ იმედებსკი ვიცნობდით კარგად,დილდილობითბურუსში რომ ჩნდებიან,სადილობის დროსარაფრად ვარგან,საღამოთი -მხოლოდ ქიმერებია.ქარი გვდევდაეზო-ეზო.თავს გვაწყენდაუმიზეზოდ.თავს აკლავდატყვიის წვიმას,ჰკითხულობდაამას, იმას;ითხოვდა მას,რაიც არვისარ აქვს, არ გააჩნია.სახე ჩვენიგახდა ქარვის -დაღიეხლაც გვაჩნია.მძიმე შრომა,მძიმე ჯაფაჩვენს სახეზე სწერია,და მაინც გზაგავიკაფეთ:შრომამ, ინჟენერიამ!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი