↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * აი, ჩემს თვალწინ ძველი სიონი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95290 ნახვა

—
აი, ჩემს თვალწინ ძველი სიონი,გულდახურული, დინჯი, ზვიადი.შორს მიუმართავს მზერა დიადი,აღმოსავლეთით ჰქრიან სიონი.
მიწა ზურმუხტის, ზეცა იისა.ღმერთო, მკვლელობას გადაარიდე,გადაუსახე იმედს ჯვარედიოქროთი მქროლი ბიზანტიისა.
გადმოუვლინე ერს ანგელოსი,საუკეთესო იგი მფარველი,რომ დაშთეს მარად განუქარველიდიდება დიდი საქართველოსი.
1920
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი