პოეზია · ლირიკა
ლილოჭრილო
დიდხანს იწვალა თოვლქვეშ ბალახმა –ვეღარ გავიდა თეთრი გრილოდან...თოვლი წასვლაზე იყო თანახმა,მაგრამ ზამთარმა ბევრი ილოთა...თუმცა ყინვამ რომ მიწა დანაღმა –ისე აფეთქდა ერთ დღეს – დანახვავერ მოვასწარი ლილოჭრილოთა.ლილოჭრილოსი მიყვარს ალერსი –ვუალერსებ და თითებს მილოკავს,ჩამოგავს სონეტს – მიწის გალექსილ,ღიად დარჩენილ თოვლის ჭრილობას...ბალახის ხათრით შხამსაც დალევს ის –თავგანწირვა აქვს უბრწყინვალესი...დავცქერ და მინდა ლილოჭრილობა.