↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლექსები

დანელია ბათუ

2026-07-181 წთ საკითხავი3609 ნახვა

—
ლექსებს არ ვაცმევ ძალიან ფასეულ რამეს.ლექსებს ქარების მოტანილ ნეშოთი ვმოსავ.არ გამიჭრია მაგათთვის ზურმუხტის გზა მე,ისინი ჩემთან წყალწყალა ღვინოსაც სვამენ,უცქერენ მულტფილმს, უსმენენ მოქვევრე ბრბოსაც.ხვატში უჩნდებათ სურვილი რუების შერთვის.წვიმაში ხურავთ, ქოლგებად, ფოთლები გლერტის.ჭირის დღესავით არ უყვართ მდიდართა პოზა.ლექსების წერა აჭარბებს ყოველგვარ ვერდიქტს.
და მე გულიდან ლექსები გამომაქვს, როგრცილუზიონისტს პირიდან ლურსმნების აცმა...მე ჩემ ლექსებში, მშიერი, ვპოულობ ქოქოსსძალიან ხშირად ვპოულობ გათქვირულ გოგოს –ცხოვრებას რატომ ვაგინო ასეთმა კაცმა?!თუ ზოგი ლექსი არაფერს მარგია, კიკოს,ზოგს შეუძლია, გამტყვრალი, სახლამდე მწიკოს.თუ მგზავრობისას გამიწყდა ფეხსაცმლის თასმა,თასმად ვიყენებ ყველაზე განიერ სტრიქონს.
მე ჩემ ლექსებში ხანდახან ვპოულობ ვარდებსდა მივალ ცოლის საფლავზე, ქცეულ მდიდრად...მე ჩემ ლექსებში მინახავს არწივის მართვეც...მე ჩემი ზოგი ლექსისა ფულებიც მმართებს –ეს თუ დავმალე, სიმართლე როგორღა გითხრათ?!ჩემი სტროფიდან გიტარა წაიღებს ექვს სიმს...ერთი რომ მრჩება, დაბმული ძაღლივით ყეფს ის...პოეტებს, როგორც მღვდელმთავარს ახურავს მიტრა,იმგვარად უნდა შეეძლოთ დახურვა ლექსის...
დანელია ბათუ

დანელია ბათუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი