↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მელნის კაცი

დანელია ბათუ

2010-08-121 წთ საკითხავი3604 ნახვა

—
ბავშვს მელნისფერმა გამაწნა სილა იჩქითადდა ავბრიალდი, ავენთე, როგორც ფიჩხიდანცეცხლი და მერე, სიჩუმის ხმამ დამიჩხვლიტასულის სინათლე, ხოლო გულს ცრემლი, ნაფოტისდარად სცვიოდა და ჩემი ყველა ნაბოდვიგზას მიიკვლევდა, ნაპერწკლებს ვყრიდი მიჯრით დაიდუმალების ფონისკენ მივისწრაფოდი.
ციცინათელას მივგავდი - მკერდზე მისრესილსდა ვანათებდი იმ გზაზე, სადაც მტვრის მეტიარა იდო რა და ღვთის ხმას ახლოს ვისმენდი...იმ გზაზე მექცა მელანი ღმერთის წილადდა დღეს ჩემს საწოლს, კარადას, ღუმელს, მაცივარს,მელნის სუნი აქვს, ჩემს ყურსაც აპლოდისმენტიმელინისფრად ესმის, მე, ალბათ, მელნის კაცი ვარ.
დანელია ბათუ

დანელია ბათუ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი