პოეზია · ლირიკა
მთაწმინდის წერილი მეტეხს
როდესაც გადათოვს მადათოვს,თბილისმა სხვა საქმე გადადოს,შეეშვას სათითე-სათათეს _როგორც კი მადათოვს გადათოვს.მტკვრისაკენ არ მისცე გზა ტატოს,უთხარი, ფიქრები გადადოს...ელოდოს თიბათვეს, მკათათვესდა გულში დაგროვილ წვათათვისდაზოგოს გაძლება ცხრა დათვის...არ მისცე, არ მისცე გზა ტატოს, _უთხარი, დარდები გადადოს,როდესაც გადათოვს მადათოვს!როდესაც მადათოვს გადათოვს!