↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95270 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
არა თუ წლები გადეშვა ტყდომად,წამიც კი გატყდა და რეკავს ცხარედ...ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ -დროის, ეპოქის და სივრცის გარეთ!ბევრი მიეცა ტალახსა და ლექს,ბევრის ნაბიჯი არის ტაატი...დრო, დრო აღნიშნე! მოაწერე ლექსს -ეს წელიწადი, დღე და საათი.არა თუ წლები გადიქცა ტყდომად,ყოველი ლექსის ყოველი პწკარიარის გაჭრილი კლასობრივ ომად,არის ეპოქის დროშის ქვეშ მდგარი.ეპოქა არის ნამგლის, ქურების,ეპოქა, რამაც ძველი შეთოკა,ეპოქა ძველის განადგურების,ინდუსტრიული დროის ეპოქა.არა თუ წლები გადეშვა ტყდომად,წამიც კი გატყდა და რეკავს ცხარედ...ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ -დროის, ეპოქის და სივრცის გარეთ!
1931
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი