↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მზე შენს ცდაში გადიხარა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95289 ნახვა

—
მზე შენს ცდაში გადიხარა,ჩადის წამთა თვლაში.საათის მაჩვენებელიცულმობელად გაჰქრის.
მინდა წამიც შევაჩერო -ის კი მიჰქრის ცივად,თან ხარხარით მომაძახებს:წადი, ვიღას უცდი?
ნუ თუ შენი მეგობარიასე დაივიწყე,ერთი წუთიც არ აჩუქეიმის მოგონებას?
ვგრძნობ, რომ ვიღაც შხამიანმამოგცა თასი ღვინით...დაგვაცილა სამუდამოდყრმობის მეგობრები!
1932
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი