↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დაიმახსოვნე დარიგება ჩემი, ოლია

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95285 ნახვა

—
დაიმახსოვნე დარიგება ჩემი, ოლია,არ დაგვიანდე სახლში მოსვლას, როგორც წუხელი,თორემ არ გარგებს ამის შემდეგ ოხვრა-წუხილი,მოსკოვში თურმე მშვენიერი ბავში გყოლია.
მოსკოვი, ვენა და პარიზი თვალმა მოლია,მინახავს ქართა და გრიგალთა მძიმე დუელი.აგდევნებია ღამეები თვალგაუხელი,აღფრთოვანება, მწუხარება, მელანხოლია.
დასაძინებლად მიშოვია მხოლოდ სკამები,ვით ჩვეულებით, კავალერებს გრძნობენ დამები,შენმა ოცნებამ კავალერი გულში იგულვა.
მაგრამ სხვანაირ ხასიათზე დამდგარი დილით,კიბეებიდან შენ დაეშვი ჩქარი სირბილითდა გაისმოდა შენი მწარე წყევლა და კრულვა.
1932
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი