↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * დამნაშავე ხარ

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2022-08-131 წთ საკითხავი95296 ნახვა

—
დამნაშავე ხარ.. შენ ხომ პირველადჩატეხე ჩვენი საერთო ხიდი.მაგრამ ყველაფერს შენის ტანჯვებითდა შენის ცრემლით გამოისყიდი!ცდებოდი, როს სხვას მოღალატედ დაცხოვრების ამრევ არსებად თვლიდი,მაგრამ ყველაფერს შუაღამისასიდუმალ ლოცვით გამოისყიდი.სპეტაკ სიყვარულს შენ თვალთმაქცობადდა ჩვეულებრივ სისუსტით ხსნიდი,მაგრამ ამასაც შენი ნაღველით,დამწველ ნაღველით გამოისყიდი.წაიღე... გქონდეს იმ ცოდვის ნაცვლად,რაც ძალუძს მოგცეს იმ ახალ ვნებას.მე დავიტოვებ მხოლოდ იმ წარსულდროების ნაცვლად: შურისძიებას..
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი