↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის?

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95274 ნახვა

—
- ეს რა ნიაღვრებს ვეზუვი ისვრის,რა სიბნელეში სდგას ცეცხლის სვეტი? -- ეს ამ გულიდან სიმღერა იძვრისდა თან მოჰყვება მას სისხლის წვეთი.
- ეს რა შავბნელი კვამლი მოედო,რა ბურუსები მოაქვს რგოლებად?- ეს შენს სიმღერას და სისხლს, პოეტო,თან მოსდევს წყევლა და დაბრკოლება.
- ეს რა გრიგალმა დაიწყო ძრწოლა,რა ჟრუანტელი წყვდიადს აწუხებს?- ეს შენი ისმის სიმღერის ბრძოლა,ბრძოლაზე ბრძოლით რომ უპასუხებს...
- ეს რა ბრწყინვალე მზე ამოენთო,რა ჟრიამულმა გადაიჟღერა?- ეს სიმღერაა შენი, პოეტო,გამარჯვებული ბრძოლის სიმღერა!
1933
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი