↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიდიოდა თეთრის ჯარი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ზღვის ნაპირად გულდამწვარიმიდიოდა თეთრის ჯარი,ცაზე ოქროს სარტყელიადა მინდორზე ოქროს ცვარი.აჰა, ზღვიდან ნაპირებზეამოეშვა ზენა-ქარი,ცხრა ჭადრის შტო დაარხია,ცხრად გაშალა მისი მხარი.ჩრდილი დადგა საამური,დაბურული, ნაზი, წყნარიდა იმის ქვეშ შეგრილდებამიმავალი თეთრის ჯარი.მთით ანკარა წყარო მოდის,ცივი, როგორც ნაყინარი,მზე სამ სამხრეზე რომ დადგა,გაიშალა მთების კარი -გადმოეშვა წითლების ზღვა,როგორც რკინის ნიაღვარი.სეტყვად რომ ცხვარს დააცხრებაშეშინება და თავზარი,წინ თეთრი თხა (მის სახელიიუდაა მოსისხარი)გარბის და მას თან მიჰყვებაცხრა ათასი სული ცხვარი.წინ ზღვა არი, ზურგით წითლებსვერ აკავებს ვერრა ზღვარი,ზღვას გასცქერის თეთრი, როგორცფარა ხრამის პირად მდგარი.ჯერ თეთრი თხა გადაეშვადა მას მიჰყვა მთელი ცხვარი,ეხლა საზღვარგარეთიდანიღრინება საზიზღარი!
1934
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი